თბილისის მერია ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 17:53

თბილისის მერია ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "თბილისის მერიაში მიმდინარე წლის 2 მაისს შემოვიდა "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" პროექტის მენეჯერის ეკა წერეთლის განცხადება 2013 წლის 17 მაისს, საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქციის გამართვის თაობაზე.

2013 წლის 13 მაისს თბილისის მერიას მომართა მოქალაქე გიორგი გაბედავამ, რომ 17 მაისს, ეკლესიის მოძღვართა მიერ, საკუთარი მრევლთან ერთად, იგეგმება შეკრება და მანიფესტაციას რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას, ხორციელდება მხოლოდ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს წინასწარი გაფრთხილება და მასზე ნებართვის გაცემა არ ხდება.

შესაბამისად აღნიშნულ გაფრთხილებები თბილისის მერიის მიერ მიღებული იქნა მხოლოდ ცნობად და განმცხადებლებს განემარტათ, "შეკრებებისა და მანიფესტაციებისშესახებ" საქართველოს კანონის განსაზღვრული უფლებამოვალეობანი. თბილისის მერიის მიერ ორივე აქციის თაობაზე ასევე გაფრთხილებული იქნა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებყლ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53