მაია ფანჯიკიძემ მინისტერიალზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის აუცილებლობაზე ისაუბრა

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 17:29

სტრასბურგში დღეს გამართულ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რიგით 123-ე შეხვედრაზე,სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.

გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის აუცილებლობასა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ევროპის საბჭოს, სრულად და ეფექტურად გამოიყენოს თავისი მექანიზმები, რათა უზრუნველყოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგი.

მინისტერიალზე საქართველოს საკითხის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ლიტვისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა, ასევე მხარდამჭერი პოზიცია გამოხატა მოლდოვის დელეგაციამ წარმოდგენილ წერილობით კომუნიკაციაში. მათ მოუწოდეს ევროპის საბჭოს უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ეფექტიანი მონიტორინგი იმ ტერიტორიებზე, სადაც სახელმწიფოები ვერ ახორციელებენ თავიანთ იურისდიქციას. ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, იძულებით გადაადგილებულ პირთა დროული და შეუფერხებელი დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე.

ქართული მხარე მიესალმება მინისტერიალის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და წევრი ქვეყნების მხრიდან დაფიქსირებულ საქართველოს მხარდამჭერ პოზიციას.

საქართველო გამოხატავს მადლიერებას ანდორას თავმჯდომარეობისადმი ეფექტური მუშაობისათვის და წარმატებებს უსურვებს მინისტრთა კომიტეტის სომხეთის თავმჯდომარეობას, რომელიც ამ ქვეყანას ექვსი თვის ვადით გადაეცა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45