ხვალ აქციაზე პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე იქნება - დავით უსუფაშვილი

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 16:46

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ ხვალინდელ აქციაზე პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე იქნება, კონსტიტუცია კი დაცული იქნება. ამის შესახებ უსუფაშვილმა ლგბტ-ს მიერ ხვალისთვის დაგეგმილი აქციის კომენტირებისას განაცხადა.

"მე ყოველგვარი ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვარ. ეს უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების წესად, რომ ქვეყანაში არ უნდა ილახებოდეს ვინმეს უფლებები, ხოლო თუ ვინმე თვლის, რომ მათი უფლებები ილახება ან საფრთხის ქვეშაა, უნდა ჰქონდეთ თავიანთი მოსაზრების ღიად დაფიქსირების თავისუფლება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო და ცენტრალური ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ დაიცვას ყველა მოქალაქის უფლება და თავისუფლება, მიუხედავად მათი შეხედულებებისა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელ დღეს პოლიცია და შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან და კონსტიტუცია დაცული იქნება. აი, კონსტიტუცია და ვის რა უფლებას აძლევს, კეთილი უნდა ვინებოთ და ამ უფლებებში ჩავეტიოთ", -  განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხვალ რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვა იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53