ხვალ გორში შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის პროექტის განხილვა იგეგმება

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 16:41

გორში ხვალ, 17 მაისს შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის პროექტის განხილვა მოხდება. რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით შექმნილი იყო ოთხი სამუშაო ჯგუფი.

მათ ექსპერტებთან ერთად ორთვიანი რეგულარული შეხვედრების, შესაბამისი მასალების შეგროვებისა და ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბეს შიდა ქართლის მდგრადი განვითარების ოთხი ძირითადი მიმართულება და სტრატეგიული განვითარების პროექტი. ხვალ სწორედ ამ პროექტს წარმოადგენენ შესაბამის სექტორში მომუშავე ექსპერტები.

შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის პროექტის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ “ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში” პროგრამის წარმომადგენელი და სამუშაო ჯგუფის წევრები.

შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის პროექტს განხილვისა და კორექტირების შემდეგ შიდა ქართლის გუბერნატორის მიერ შექმნილი რეგიონული საბჭო დაამტკიცებს.

გუბერნატორის ადმინისტრაცია პროექტის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45