კოსოვოს მაგალითის შედარება აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან შეუსაბამოა ქართულ რეალობასთან - გიორგი თევზაძე

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 16:35

ადამიანის უფლებების დამცველი გიორგი თევზაძე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობების აღდგენის დაწყებას,  საქართველოსთვის მისი მაგალითის გათვალისწინებას და ოსებთან, აფხაზებთან და მეზობელ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ეხება, განცხადებით პასუხობს.

როგორც თევზაზე აცხადებს, დაუშვებელია რაიმე სახთ პოლიტიკური, ჰუმანინიტარული, სამართლებრივი პარალელების გავლება კოსოვოს პრეცედენტსა და საქართველოს ძირძველ ქართულ მიწებს შორის, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მისივე თქმით, კოსოვოში მოხდა ადგილობრივი მაცხოვრებლების - ალბანელების მასობრივი ეთნიკური წმენდა და გენოცოდი, ხოლო საქართველოს ჰყავს ქართულ ძირძველ რეგიონებიდან გამოდევნილი ასობით ათასი ეთნიკური ქართველი რომელთა ქონების ნაწილი გაანადგურეს და ნაწილი დაისაკუთრეს.

„ქართველების ეთნოწმენდა აღიარებულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ამდენად, ეს ორი პრეცენდენტი ინდივიდუალურია და რადიკალურად განსხვავებულია. არ არსებობს რაიმე სახის არგუმენტი ან დასაბუთება, რომლითაც თუნდაც მსჯელობის დონეზე შეიძლება დავუშვათ შედარება. ასეთი მსჯელობები სერიოზული საფრთხის შემცველია, რაც ხელს ნამდვილად არ შეუწყობს საქართველოს დეოკუპაციას და სუვერენიტეტს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ძმებთან აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობა უნდა აღდგეს, მესამე ხელშემშლელი ძალის გამორიცხვის გზით, რასაც კარგად ვახერხებდით რუსეთის იმპერიის გაძლიერებამდე. ეს ურთიერობები უნდა აღდგეს პოლიტიკური ინსილვუანციებისა და პოლიტიკური თამაშების გარეშე“, - განაცხადა უფლებადამცველმა.

გიორგი თევზაზე მიმართავს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მეტი სიფრთხილით გააკეთონ კომენტარები ამ მნიშვნელოვან საკითხებზე, რადგან ხელისუფლების პოზიცია იგივდება ამ ხელისუფლების ამრჩევი საზოგადოების პოზიციასთან, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45