უცხოელებზე გასხვისებული მიწების უკან გადაცმული ქართველები დგანან

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 16:30

პარლამენტის აგრარულ კომიტეტზე „მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში ცვლილებებთნ დაკავშირებით წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე მსჯელობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ლორთქიფანიძის თქმით, უცხოელებზე მიწების გასხვისება მარტივი პრაქტიკით ხდებოდა.

როგორც ლორთქიფანიძე ამბობს, ის უცხოელები, რომლებიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს იძენენ, ქვეყანაში საერთოდ არ ჩამოდიან და მათ უკან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან.

„ეს უცხოელები სულაც არ არიან უცხოელები. ესენი არიან გადაცმული ქართველები. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოში ინდოელებმა 13 ჰექტარი მიწა იყიდეს. თუმცა ინდოელები საერთოდ არ ყოფილან აქ. ამის უკან ყოფილი დეპუტატები დგანან. კანონში უნდა მოხდეს იმის ასახვა, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი და გადამოწმდეს, რეალურად ვინ არიან ეს მესაკუთრეები", -  განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45