დახმარება იმან უნდა მიიღოს, ვისაც სჭირდება - ნოდარ ხადური

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 16:07

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ყოფილი ხელისუფლების მიერ გაცემულ ვაუჩერებსა და სასოფლო-სამეურნეო ბარათებს შორის კავშირს ვერ ხედავს. მისი თქმით, მათი შედარება არასწორია. ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა

 როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, საქართველოს შრომითი რესურსებისს 53%-ი სოფლად ცხოვრობს და მშპ-ის 8%-ს ქმნის. სოფლად, ცხოვრების დონე, კატასტროფულად ძალიან დაბალია და სოფლის მეურნეობა ერთადერთი დარგია, სადაც 2003 წლიდან, წარმოებული პროდუქციის მოცულობა შემცირდა.

"ეს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია იმისთვის, რათა ცხოვრების დონე გაიზარდოს. მოსახლეობის 47%-ი მშპ-ის 90%-ს ქმნის, ხოლო მოსახლეობის 53%-ი შემოსავლების მაქსიმუმ 10 %-ს იღებს. ამიტომ, ეს ბარათები, ყველაზე გაჭირვებული, სენსიტიური სფეროსთვის არსებობს. ეს ბარათები მათ საშუალებას აძლევს, რომ მიწის ნაკვეთი დაამუშაონ, შეიძინონ იარაღები, შხამ-ქიმიკატები, საკუთარი ცხოვრების დონეც გაიუმჯობესონ და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელიც გაზარდონ", -  განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53