შსს-მ „ინფო 9“-ის ოფისში ხანძარის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 15:29

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე–5 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების შედეგად, საინფორმაციო სააგენტო  „ინფო 9“-ის ოფისში ხანძრის გაჩენის ბრალდებით, ამავე სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი, 1990 წელს დაბადებული ზაალ ფ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული ფარულად შევიდა „ინფო 9“-ის ოფისის სააპარატურო ოთახში და შურისძიების მიზნით, ვიდეოკამერების შესანახ ჩანთებს ცეცხლი წაუკიდა. შემდეგ ფარულად დაეუფლა ერთ-ერთ ვიდეოკამერას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ზაალ ფ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ინფო 9“–ის კუთნილი, მოპარული კამერა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით და 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45