"თბილისი მერიოტში" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონფერენცია მიმდინარეობს

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 15:16

სასტუმრო "თბილისი მერიოტში" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევითი ინსტიტუტის ეგიდით კონფერენცია იმართება. კონფერენციის თემაა "აზიისა და ევროპის დაკავშირება: რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასა და აზიაში".

კონფერენციას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრება. როგორც ცნობილია, იგი კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.

ასევე, ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ელჩი ფილიპ დიმიტროვი.

კონფერენცია 10.00 საათზე დაიწყო.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52