მარნეულში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 14:16

2013 წლის 16 მაისს, მარნეულში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარნმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელთან, ჯეიმი მაკგოლდრიკთან, ერთად გაიხსნა იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი.

საკონსულტაციო ცენტრი იურიდიულ დახმარებას გაუწევს მარნეულისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას, დაეხმარება იურიდიული დოკუმენტების შედგენაში და საჭიროების შემთხვევაში დააკავშირებს იურიუდიული დახმარების რუსთავის ბიუროსთან. კონსულტაციები წარიმართება ორ ენაზე - ქართულად და აზერბაიჯანულად.

ცენტრის მომსახურებით 130 ათასი ადამიანი ისარგებლებს. მათი უმეტესობა, 80 პროცენტზე მეტი, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელია.

მარნეულის საკონსულტაციო ცენტრი იურიდიული დახმარების სამსახურის მეთექვსმეტე ოფისია საქართველოში. 2007 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იურიდიული დახმარების სამსახურის 11 ბიურო და 5 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.

გორის, ახალციხის, ახალქალაქის, წალკისა და მარნეულის წარმომადგენლობების გახსნა და აღჭურვა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით განხორციელდა.

იურიდიული დახმარების სამსახური საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ის უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ მართლმსაჯულებას ყველა მოქალაქისათვის, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, დევნილებისა და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელთათვის.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45