ზურაბ ჩხეიძე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 13:05

შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე რეგიონში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, გუბერნატორმა მიმდინარე პროექტებზე, გუბერნატორის ადმინისტრაციის საქმიანობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას სამომავლო გეგმებიც გააცნო. შეხვედრაზე ჩხეიძემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების კითხვებსაც უპასუხა და მათი მოსაზრებებიც მოისმინა.

შეხვედრის პირველი ნაწილი რეგიონალური განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხო, სადაც არასამთავრობო სექტორს მიეწოდა ინფორმაცია და გამოითქვა სურვილი, რათა უფრო აქტიურად იქნას წარმოდგენილი მოსაზრებები აღნიშნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომლის პირველადი დოკუმენტის განხილვა ორ დღეში გაიმართება გორში. შეხვედრის მეორე ნახევარი კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებაზე მსჯელობას დაეთმო და აღინიშნა, რომ აქ უსაფრთხოებისა და სოციალური პრობლემებია ყველაზე მნიშვნელოვანი. გამოითქვა მოსაზრება, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, ისინი სხვა სახის შეღავათებით და დახმარებებით უნდა სარგებლობლდნენ და კარგი იქნება თუ ეს მოსაზრება, რეკომენდაციის სახით შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის პროექტშიც იქნება გათვალისწინებული და ასევე წარედგინება საქართველოს მთავრობას.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს შიდა ქართლის გუბერნატორის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის წარმომადგენლებთან შეხვედრის და თანამშრომლობის თაობაზე და აღნიშნეს, რომ ასეთი თანამშრომლობა პირველად ხდება და იგი შედეგიანი იქნება მოსახლეობისთვის.

"შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. ძალზე მნიშვნელოვანი იყო მათგან მოწოდებული ინფორმაციები და სხვადასხვა საკითხებზე მათთან საუბარი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ არასამთავრობო სექტორი შიდა ქართლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყევტის პროცესებში აქტიურად ჩაერთვება და რეგიონული განვითარების სტრატეგიის განხილვაშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს,“ - აღნიშნა ზურაბ ჩხეიძემ.

შეხვედრის დასასრულს ზურაბ ჩხეიძემ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებლები ,,ქართლის ღვინის ფესტივალზე“ მიიწვია, რომელიც გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით ივნისის პირველ ნახევარში გორში მოეწყობა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45