გიორგი მარგველაშვილი იმპერატორის ფავორიტია - გია ნოდია

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 12:28

კოალიცია "ქართლი ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს პოლიტოლოგი გია ნოდია facebook - ის საკუთარ გვერდზე აფასებს. ნოდიას თქმით, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრმა კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი იმიტომ აირჩია, რომ პრობლემებს არ შეუქმნის, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბერში მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა, შეუძლებელია ვიცოდეთ, როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებს იგი.

"აქ ბევრი საუბრობს, რომ გიორგი მარგველაშვილი იმიტომ დანიშნა ივანიშვილმა მომავალ პრეზიდენტად, რომ პრობლემებს არ შეუქმნის. შეიძლება. მაგრამ რაღაცეები დავაზუსტოთ. დღეს გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური სტატუსი (არ აურიოთ თანამდებობასთან) დაიყვანება იმაზე, რომ ის არის იმპერატორის ფავორიტი. ამის გარეშე ის ხვალიდან არც მინისტრი იქნება და არც პრეზიდენტობის კანდიდატი. ახლა ამ ორი ადამიანის ურთიერთობა ამის შესაბამისია. თუ ოქტომბერში მარგველაშვილი ხალხის არჩეული პრეზიდენტი გახდა, ეს თვისობრივად სხვა სტატუსი იქნება და პრინციპულად შეუძლებელია ვიცოდეთ, როგორ მოიქცევა მისი მატარებელი ადამიანი. ამას ვერც ივანიშვილი გეტყვით, ვერც მარგველაშვილი და ვერც თვით გია ხუხაშვილი. მიმართეთ ლელა კაკულიას", - წერს ნოდია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.56
  • 2.92
  • 3.26
  • 0.04
  • 0.42
  • 1.51