ირაკლი ალასანია დღეს ვაზიანში IV ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 12:29

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს ვაზიანში IV ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა. დაღუპული სამხედროები სწორედ ამ ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდნენ.

სამწყობრო მოედანზე სამხედროებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქართველი გმირების ხსოვნას. მინისტრმა სიტყვით მიმართა მათ თანამებრძოლებს:

„დღეს უმძიმესი დღეა შეიარაღებული ძალებისთვის და მთელი საქართველოსთვის. სამშობლოსგან შორს, სამშობლოს სამსახურში ზვიად დავითაძემ, ალექსანდრე კვიწინაძემ და ვლადიმერ შანავამ თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. ეს უმძიმესი დარტყმა იყო პირადად ჩემთვის, მე ამ ბიჭებთან ერთად შევხვდი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შირგაზის ბაზაზე და პირადად გავიცანი ისინი.

საკუთარი ქვეყნისთვის სიცოცხლის გაწირვა ღირსეულთა ხვედრია. ჩვენი თანამებრძოლების თავგანწირვა აუცილებლად მიგვიყვანს მიზნამდე, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია. ღმერთი იყოს ჩვენი შეიარაღებული ძალების მფარველი“.

თავდაცვის მინისტრის მიმართვა მოისმინეს ქართველმა სამხედროებმა ყველა ქართულ ბაზაზე.

13 მაისს ჰელმანდის პროვინციაში დაღუპულ სამხედროებს სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ. ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი. მოგვიანებით კი მათ ცხედრებს ოჯახებში გადაასვენებენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45