დაღუპული სამი სამხედრო მოსამსახურე სამშობლოში ჩამოასვენეს

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 11:48

ავღანეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული სამი სამხედრო მოსამსახურე დღეს, 10.30 საათზე  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოასვენეს. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და მისი მოადგილეები, ასევე, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრებიც. 42-ე ბატალიონის ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად სამგლოვიარო ცერემონიალზე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლი ბრიჯიტ ბრინკი  და აშშ-ის თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი ჯეფ ჰარტმანი მივიდნენ. ცერემონიალის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრი ოჯახის წევრებთან მივიდა და სამძიმარი გამოუცხადა.

კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძის, სერჟანტ ზვიად დავითაძის და კაპრალ ვლადიმერ შანავას ცხედრები საქართველოში ამერიკის საჰაერო  ძალების სამხედრო თვითმფრინავით ჩამოასვენეს. მათ ადგილზე საპატიო ყარაული დახვდა.  
აეროპორტში იმყოფებოდა შეირაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი, რომელმაც სამგლოვიარო მარში შეასრულა. 

დღეს 19:00 საათზე ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში  სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. მოგვიანებით კი მათ ცხედრებს ოჯახებში გადაასვენებენ. 

დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდნენ. 

უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე (22.11.1979) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობდა. მას მიღებული აქვს III ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“. 

კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე (17.12.1986) საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში 2007 წლიდან ირიცხებოდა. მას მიღებული აქვს მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“. 

კაპრალი ვლადიმერ შანავა (01.04.1989) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობდა. მას მიღებული აქვს მედალი „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.

ქართველი სამხედროები წარდგენილები არიან ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე.

თავდაცვის სამინისტრო სრულად აანაზღაურებს ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების  დაკრძალვის ხარჯებს, ოჯახები კი კანონმდებლობით განსაზღვრულ დამხარებას მიიღებენ.

ჰელმანდის პროვინციაში, 13 მაისს ბაზა "შირგაზზე" მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე სამი ქართველი სამხედრო - კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა დაიღუპნენ, ასევე დაიჭრა 27 ქართველი სამხედრო.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45