გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობების წინააღმდეგ საზოგადოებრივი მოძრაობა იწყება

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 21:19

საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, ხვალ, 16 მაისს 13.00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციები გამართავენ პრესკონფერენციას 17 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

პრესკონფერენციაზე გაკეთდება საგანგებო განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობის დაწყების შესახებ, რათა საქართველოში საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს გაუკუღმართებულ სექსუალურ ურთიერთობათა და ყველა სხვა სახის გარყვნილების და უზნეობის პროპაგანდა, აგიტაცია, ტირაჟირება და რეკლამირება.

ამავე დროს, 17 მაისს პარლამენტის ყოფილი შენობის წინ 9 საათიდან დაიწყება იმ ადამიანების შეკრება, ვინც გმობს ლგბტ პროპაგანდას და მოითხოვს მის კანონმდებლობით აკრძალვას.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:  ეროვნული ფრონტი; ივერიელნი; ზნეობრივი საქართველოსთვის; წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის კავშირი; წმ. ქეთევან წამებულის სახელობის კავშირი; მართლმადიდებლური საგანმანთლებლო პორტალ "სიბრძნე.ჯის" ადმინისტრაცია; მოსწავლეთა კავშირი ნათელი მომავლისთვის; მთაწმინდის მთვარე; იბერიელები; წმ. იოანე ოქროპირის სახელობის კავშირი; ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი; სტუდენტური კავშირების ალიანსი - ძალა ერთობაშია (ზნეობრივი არჩევანი (თსუ); განათლება და ერთსულოვნება (სამედიცინო); მომავალი ჩვენია (ილიას უნივერსიტეტი).

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.57
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.37
  • 1.51