დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალის განახლების შედეგად flydubai-ს მგზავრები მეტ კომფორტს მიიღებენ

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 23:57

დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალის განახლებული დარბაზის გახსნის შედეგად flydubai-ს მგზავრებს საშუალება მიეცათ უფრო კომფორტულად იმოგზაურონ.

flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორის გაიტ ალ გაიტის  განცხადებით,  კომპანია მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებელზე.

"ჩვენ მგზავრებს არამხოლოდ კომფორტულ ფრენას ვთავაზობთ, არამედ მეორე ტერმინალის განახლებული გამგზავრების დარბაზი მოგზაურობის კომფორტულ დაწყებასაც უზრუნველყოფს. დარბაზის განახლების პროცესმა მგზავრებისთვის მშვიდად ჩაიარა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მგზავრებისთვის შექმნილი ახალი ხელსაყრელი პირობები მათ მოეწონებათ“, - განაცხადა გაიტ ალ გაიტიმ.

დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალის განახლების პროექტის ღირებულება 600 მლნ. არაბულ დირჰამს შეადგენს. განახლებულ ტერმინალს ყოველწლიურად 10 მლნ მგზავრის მომსახურეობის საშუალება ექნება.

დუბაის აეროპორტების სტრატეგიის და განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ ტალიანის განცხადებით, flydubai სიდიდით მეორე ავიაკომპანიაა, რომელიც დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს ფრენებს. მეორე ტერმინალში კი ის ყველაზე დიდი ავიაგადამზიდავია.

"ჩვენი სურვილია flydubai-ს მგზავრებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. პროექტის ფარგლებში, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ flydubai-სთან, რათა ავიაკომპანიის ზრდის სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, მისი მოთხოვნები და ტერმინალის განახლების გეგმა ერთმანეთთან თანხვედრაში მოვაქციოთ“, - აცხადებს ვიცე-პრეზიდენტი.

flydubai პირველი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც წელს მგზავრებს In-Flight Entertainment (IFE) სისტემის ფარგლებში, მგზავრებს ყოველდღიურად განახლებადი ელექტრონული გაზეთები შესთავაზა.

დუბაის პირველი დაბალბიუჯეტიანი და მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ახალბედა ავიაკომპანია მისი ოპერირების ქსელი ცენტრალური აღმოსავლეთის, აფრიკის, ინდოეთის სუბკონტინენტის, აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით 50–ზე მეტ ქალაქს შეიცავს. ავიაპარკი 28 თვითმფრინავისგან შედგება.Flydubai ქალაქ დუბაის მთავრობის საკუთრებას წარმოადგენს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხელს უწყობს ქალაქის კომერციული და ტურისტული სექტორის განვითარებას და ყველა მგზავრს სთავაზობს ხელმისაწვდომი ტარიფებით ფრენას საკმაოდ ბევრი მიმართულებით.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45