სოზარ სუბარი და სოფო ჯაფარიძე თომას ჰამარბერგს შეხვდენენ

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 18:40

სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, სოფო ჯაფარიძე ევროკავშირის სპეციალურ  წარმომადგენელს საქართველოში თომას ჰამარბერგს შეხვდენენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს სამინისტროში განვითარებულ ბოლოდროინდელ პოზიტიურ მოვლენებზე, ასევე იმ პრობლემებზე, რომლებიც ჯერ კიდევ გადაჭრას საჭიროებენ. ამასთანავე განიხილეს მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება პენიტენციურ ჯანდაცვასა და სასჯელაღსრულების სისტემის მენეჯმენტზე.

შეხვედრის დასასრულს ჰამაბერგმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის თანამშრომლობას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52