ბიონსეს ფოტოგრაფთა ასოციაცია შავ სიაში შეყვანით ემუქრება

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 17:49

ამერიკელ მომღერალს ბიონსე ნოულს ფოტოგრაფთა ასოციაცია წარმომადგენლები შავ სიაში შეყვანით ემუქრებიან, თუ იგი არ მოხსნის შეზღუდვას გადაღებებზე, რომელიც მან ფოტოგრაფებს დაუწესა. 

ბინსემ ახალი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გამართულ კონცერტებზე, ფოტოგრაფებს ფოტოების გადაღება აუკრძალა. გავრცელებული ინფორმაციით, შოუ-კონცერტებზე ფოტოებს მხოლოდ საკუთარი ფოტოგრაფები გადაიღებენ. სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო მსოფლიო ტურნეზე ფოტოგრაფების მიერ მისთვის არასასურველი კადრების დაფიქსირება გახდა.

ბიონსეს გადაწყვეტილება ბლოგერებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რადგან მათი აზრით მედიაში მაყურებელთა მიერ არაპროფესიონალურად გადაღებული ფოტოები მოხვდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55