გიგი უგულავა თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს შეხვდა

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 18:35

გიგი უგულავა დღეს მერიის უსაფრთხოების სამსახურის იმ თანამშრომელს შეხვდა, რომელმაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, დიდუბის რაიონის გამგეობის შენობის წინ მომხდარი ინციდენტის თავიდან აცილება შეძლო. თბილისის მერმა უსაფრთხოების თანამშრომელს დაკისრებული მოვალეობის ეფექტურად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ინციდენტი გუშინ გამგეობასთან მოხდა, როდესაც შენობის წინ შეიარაღებული პიროვნება დაფიქსირდა, რომელსაც ხელში საეჭვო ნივთები ეჭირა. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია, რომლებმაც მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთან ერთად, აღნიშნული პიროვნებისთვის იარაღის ჩამორთმევა და მისი დაკავება შეძლეს.

დაკავებამდე შეიარაღებულმა პირმა ორი გასროლა განახორციელა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. გამოძახებული იყო ასევე გამნაღმველთა ჯგუფი და დადგინდა, რომ დაკავებულის კუთვნილ პოლიეთილენის პარკში ასაფეთქებელი ნივთიერება არ არსებობდა.

დაკავებული პირი გადაყვანილ იქნა საგამოძიებო უწყებაში და მიმდინარეობს საქმის გამოძიება. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება მიმდინარე წელს ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45