პროკურატურა ლაშა ნაცვლიშვილზე გავრცელებულ ინფორმაციებს დაუსაბუთებლად მიიჩნევს

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 11:23

საქართველოს პროკურატურა გელა ხვედელიძის მიერ ინტერნეტსივრცეში გიორგი ფარესაშვილისა და სხვათა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განთავსების საქმეზე გამოძიებაში მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილის მონაწილეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ნაცვლიშვილზე გავრცელებულ ბრალდებები არ არის დასაბუთებული. 

"საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის გელა ხვედელიძის მიერ ინტერნეტსივრცეში გიორგი ფარესაშვილისა და სხვათა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განთავსების საქმეზე სწრაფი და ეფექტური გამოძიების ორგანიზებასა და საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებდა საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი.

საქართველოს პროკურატურა უზრუნველყოფს მოცემულ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის მაქსიმალურ საჯაროობას და ხელმისაწვდომობას და, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა დარწმუნდეს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.

რაც შეეხება საჯარო განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ბიზნესის ლობირების თაობაზე, ეს განცხადებები არაფრით არ არის დასაბუთებული და წარმოადგენს მხოლოდ ცალკეულ პირთა პირად მოსაზრებებს. შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურატურა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მათ საფუძველზე გამოძიებას ვერ დაიწყებს".

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53