საქართველოს პროკურატურა გელა ხვედელიძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 18:16

საქართველოს მთავარი პროკურატურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გელა ხვედელიძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: "2013 წლის 14 მაისს გელა ხვედელიძეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სხვისი პირადი საიდუმლოს უკანონოდ ხელყოფისთვის, იმ პირის მიერ, ვისაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან პირადი მოტივით, მოქალაქე გიორგი ფარესიშვილთან ანგარიშსწორების მიზნით, ინტერნეტსივრცეში უკანონოდ გაავრცელა, მისი შეცნობით მოქალაქე გიორგი ფარესიშვილისა და სხვა ორი პირის პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.

იმავე დღეს ბრალდების მხარემ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ გელა ხვედელიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ და მხარი დაუჭირა აღნიშნულ მოთხოვნას სასამართლოში.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და 2013 წლის 15 მაისს ბრალდებულ გელა ხვედელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 5000 ლარი, პატიმრობის უზრუნველყოფით.

ბრალდების მხარე გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54