ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის კანონით აკრძალვას ითხოვს

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 17:33

ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის განცხადებით, 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის’’ მიერ დაანონსებული ჰომოსექსუალების აქცია მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – პოპულარიზაცია და პროპაგანდა გაეწიოს ერთსქესიან კავშირებს.

როგორც „ჯეონიუსს“ ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბიდან აცნობეს, ისინი მსგავსი აქციების და ზოგადად ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგია.

„17 მაისს, 13:00 საათზე ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი ჰომოსექსულიზმის წინააღმდეგ გასამართ აქციაში მიიღებს მონაწილეობას. აქვე გვინდა აღვნიშნოთ და მოვუწოდოთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ გასამართ აქციაში მონაწილე სხვა ორგანიზაციებს, მაქსიმალურად დაიცვან წესრიგი და არ დაუშვან ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, რადგან ნებისმიერ ადამიანს სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, იცავს ერთი და იგივე კანონი, რომლის მიხედვითაც ფიზიკური ანგარიშსწორება არის სისხლის სამართლის დანაშაული“, - აცხადებენ ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის წევრები.

პოლიტოლოგთა კლუბი უახლოვეს მომავალაში პარლამენტს მიმართავს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ამკრძალავი შემოღების ინიციატივით, რისი პრეცენდენტით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53