საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მიღება გამართა

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 16:51

საქართველოს პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს პრეზიდენტის სახელით მიღება გამართა.

მიღებაზე მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა. ქვეყნის პირველმა პირმა რეგიონში ამერიკის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა ის წვლილი, რომელიც საქართველოს ISAF-ის მისიაში მონაწილეობით შეაქვს.

ამერიკელი კონგრესმენების წინაშე მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება ავღანეთში "შირგაზას" ბაზაზე ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო.

ამერიკაში პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ  ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45