ზაქარია ქუცნაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 16:47

სააკაშვილის ვიზიტები ჩვენს ხალხს დაახლოებით ასიათასობით ლარი უჯდება, -  ამის შესახებ პარლამენტის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა მოწვეული იქნას საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც გასაჯაროვდება პრეზიდენტის მიმდინარე და დაგეგმილი ვიზიტების მიზანი.

" მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს წევრებს უნდა მოახსენოს, რა საგარეო მიზნებს ემსახურება მისი ვიზიტები უცხოეთში. აუცილებლად მოვითხოვთ, რომ მოწვეული იქნას უშიშროების საბჭოს სხდომა. სააკაშვილის კოლეგები, ასე ვთქვათ, მისი თანაპარტიელები სვამენ საკითხს, რომ საქართველოს საგარეო კურსი ექვემდებარება გადახედვას, ამიტომ სხდომის მოწვევა სააკაშვილის ვალდებულებაში შედის და ჩვენ მოვითხოვთ, რომ წარადგინოს ყველაფერი, თუ რატომ აქვს ასეთი ხშირი ვიზიტები უცხოეთში", -  განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.56
  • 2.92
  • 3.26
  • 0.04
  • 0.42
  • 1.51