საზოგადოებრივ ინიციატივას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებად მიაჩნია

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 16:37

არასამთავრობოთა კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა კიდევ ერთხელ ეხმაურება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას. კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული სახით კანონში ცვლილებების შეტანა, არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება.

„უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული ქმედებით მთავრობა ატარებს კრემლის პოლიტიკის საამებელ კურსს. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ არ შეიძლება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოების დარღვევა, მით უმეტეს იმ ქვეყნის სასარგებლოდ, რომელსაც ოკუპირებილი აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%“, - აცხადებენ არასამთავრობოთა კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივაში.

როგორც ცნობილია, დღეს პარლამენტის სესიაზე „ოკუპაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52