გიორგი მარგველაშვილი სამთავრობო კაბინეტიდან ყველაზე სუსტი მინისტრია და პრემიერს მისი მართვა იოლად შეეძლება

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 16:09

გიორგი მარგველაშვილი სამთავრობო კაბინეტიდან ყველაზე სუსტი მინისტრია, ვინაიდან ის დამოკიდებულია პრემიერ-მინისტრზე და ეს კარგად ჩანს, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა "ჯეონისთან" საუბრისას "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი.

რატიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა განათლებისა და მეცნიერების ამჟამინდელი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო პოსტზე იმიტომ წამოაყება, რომ მინისტრი პრემიერზე ძალიან არის დამოკიდებული და მისი მართვა იოლად შეეძლება.

უმცირესობის წევრი აქვე არ გამიცხავს,  არჩევნებამდე კოალიცია "ქართული ოცნების" სახელით ბიძინა ივანიშვილმა სხვა კანდიდატურა დააყენოს. რატიანს მიაჩნია, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ იქნებიან სხვა კანდიდატები, მათ შორის, დააყენებს თუ არა ირაკლი ალასანია კანდიდატურას კოალიციისგან დამოუკიდებლად და ამ შემთხვევაში, რატიანის თქმით, სხვა კანდიდატს უნდა ველოდეთ, ვინაიდან მარგველაშვილი ალასანიას კონკურენციას ვერ გაუწევს.

                                                                                                                         მირანდა ჭარხალაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53