გელა ხვედელიძეს სასამართლომ გირაო შეუფარდა

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 14:28

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილე გელა ხვედელიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. ხვედელიძე 5 ათასი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.

"2013 წლის 15 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საქართველოს შსს მინისტრის პირველი მოადგილის, ბრალდებულ გელა ხვედელიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ გელა ხვედელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 5000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით. გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდისთანავე ბრალდებული გათავისუფლდება პატიმრობიდან", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს ბრალად ედება ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45