ლაშა ნაცვლიშვილი დაპატიმრებული უნდა იყოს და ადვოკატს ეძებდეს - გივი თარგამაძე

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 14:44

ლაშა ნაცვლიშვილი უნდა იყოს დაპატიმრებული და ადვოკატს ეძებდეს, - ეს განცხადება უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისივე თქმით, მთავრობაში შიდა გარჩევა მიმდინარეობს და პრობლემის სისტემური გამოძიება უნდა მოხდეს.

 

როგორც თარგამაძე აცხადებს, ნაცვლიშვილსა და ღარიბაშვილს შორის ფარული დაპირისპირება მიდიოდა და შსს მინისტრმა დაასწრო. 

"მუდმივად ხელს უშლიდა ხვედელიძე მინისტრს და მინისტრმა დაასწრო და მოახერხა მისი დაპატიმრება. ეს ნიშნავს, რომ არის შიდა გარჩევა. მეორეს მხრივ კი, პრემიერი ვითარებას ხვედელიძის დაბნეულობით ხსნის, რაც ასევე სასაცილოა. მესამეს მხრივ ხორციელდება ფაქტი, რომელსაც ადამიანი, გამომდინარე იმ მასალიდან რაც დაიდო, მასთან ერთად ახორციელებდა ამ კორუფციულ საქმიანობას და იგი ახლა მბრალდებელია, ნაცვიშვილს ვგულისხმობ. ნაცვლიშვილი უნდა იყოს დაპატიმრებული და ეძებდეს ადვოკატს", - განაცხადა გივი თარგამაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54