ტუბერკულოზით დაავადებული ყველა მსჯავრდებული შესაბამის პრეპარატს უკვე ღებულობს

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 13:40

სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საქმეთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა პროექტ " საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში  სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიში" ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა შესავალში ვრცელი მოხსენება გააკეთა, რომელშიც მან  უწყებაში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე სამინისტროს სამომავლო მიზანი, მისია და ამოცანა წარმოადგინა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, უახლოეს ხანებში ზუგდიდის სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დაიხუროს, რადგან შეკეთება სიძველის გამო ვერ ხერხდება, ხოლო ბათუმის საპყრობილე რომელიც რემონტს ექვემდებარება, დროებით არის დახურული და სარემონტო სამუშაოები ერთ კვირაში დაიწყება.

მინისტრმა ასევე აღნიშნა რომ ტუპერკულოზით ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პატიმართა 15% -ია დაავადებული და ყველა მათგანი შესაბამის პრეპარატს უკვე ღებულობს.

მინისტრი ასევე შეეეხო პატიმართა კვების რაციონს და აღნიშნა რომ განსხვავებით წინა ხელისუფლების დროს არსებული ვითარებისა,  კვირაში 5 დღე ხორცი, ხოლო დანარჩენი 2 დღე პატიმართა კვების რაციონში თევზის პროდუქტებიც შედის. მენიუს სხვა პროდუქტებთან ერთად ასევე დაემატა ყავა, შედედებული რძე, ფუნთუშა, მაწონი და ტუპერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულებისთვის კვირაში 400 გრამი თაფლი, რაც მისივე თქმით, სრულიად საკმარისია.

მინისტრისვე თქმით, ვინაიდან დიდი დანახარჯების გამო სახელმწიფო ც - ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობას დაზღვევით ვერ ფარავს, ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოსთან" ერთად სასჯელაღსრულების უწყება შესაბამისი გეგმის შემუშავება იწყებს, რომლითაც ც - ჰეპატიტით დაავადებული პატიმრების ეტაპობრივი მკურნალობა დაიწყება, ხოლო შემოდგომიდან უკვე ყველა დაავადებული პატიმრის მკურნალობა გახდება შესაძლებელი.

სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საქმეთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა პროექტ " საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიში" ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45