ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ეკონომიკაში მკვეთრად მარცხნივ გადაიხარა

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 14:40

ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ეკონომიკაში მკვეთრად მარცხნივ გადაიხარა, - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ სათაო ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კალანდაძემ განაცხადა.

როგორც კალანდაძე აცხადებს, სახელმწიფოს სრულად უნდა თქვას უარი მონოპოლიური ბიზნეს სფეროების ჩამოყალიბებაზე და განსაკუთრებით, ასეთ მონოპოლიურ–ოლიგარქიულ სფეროებში სახელმწიფოს მონაწილეობაზე.

კალანდაძის განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ აირჩია მკვეთრად მემარცხენე მიდგომები ეკონომიკაში და ქვეყანაში თანდათან ყალიბდება ეკონომიკის მართვის ძველი, წარსულიდან კარგად ნაცნობი სოციალისტური მოდელის და თანამედროვე რუსული ოლიგარქიულ–ბიუროკრატიული მოდელის ერთგვარი ნაზავი, რაც არაეფექტური და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი არ არის.

„თუ ადრე კეზერაშვილი აკონტროლებდა გადაზიდვებს, რკინიგზას და ნავთობპროდუქტებს, დღეს ეს სფეროები პრემიერთან დაახლოებულმა ხუხაშვილებმა და მაღალჩინოსანმა ხვედელიძეებმა უნდა აკონტროლონ?! გადაზიდვების ბიზნესი სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლება უნდა გახდეს და მხოლოდ მან უნდა აკონტროლოს ეს სფერო?! მონოპოლისტურ მდგომარეობაში უნდა ჩააყენოს მთავრობამ ფოსტა და სრული კონტროლი დააწესოს ამ ბიზნესზე?! პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ხუხაშვილმა ან პრემიერთან ახლო მდგომმა სხვა რომელიმე პირმა უნდა აკონტროლოს კვერცხის და სხვა მომგებიანი ან ფინანსურად მიმზიდველი ბიზნესები?!", - აცხადებს პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა.

მისივე განცხადებით, დღეს სახეზეა ეკონომიკური ზრდის მკვეთრად შემცირებული მაჩვენებელი; ბიზნეს აქტივობის და საწარმოთა ბრუნვის მნიშვნელოვანი შემცირება; კომერციული ბანკების საკრედიტო აქტივობის საგრძნობი შემცირება და პირდაპირი უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი.

კალანდაძე პრესკონფერენციაზე „საქსტატის“ ოფიციალურ ინფორმაცია მოიყვანა, რომლის მიხედვით ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი 2013 წლის იანვარში 2,9%, თებერვალში – 2,1%, ხოლო მარტში – 0,2%–მდე შემცირდა, ასევე „ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის“ მონაცემებსაც შეეხო, სადაც საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საწყისი 5%-დან 3%-მდეა შემცირებული.

„ხელისუფლება ზედმეტად მშვიდ, ზედმეტად თავდაჯერებულ და არხეინ პოზას ინარჩუნებს და რაიმე კონკრეტული ზომების, კონკრეტული ანტიკრიზისული სტრატეგიის შემუშავებას დღემდე არ ახდენს და როგორც ჩანს, არც აპირებს. პრემიერის და მთავრობის წევრების პასუხი ყოველთვის ერთია – „ყველაფერი იქნება კარგად 2 წლის შემდეგ, 4 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ!“. „ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებები აბსოლუტურად განსხვავებული იყო და დღეს ახალ მთავრობას მოუწევს საზოგადოებას აუხსნას და განუმარტოს, ერთის მხრივ, რატომ შეცვალა ის მიდგომები, რაც არჩევნებამდე ჰქონდა „ოცნებას“ და რატომ აირჩია მკვეთრად მემარცხენე პოლიტიკური კურსი ეკონომიკაში, რატომ ცდილობს დღეს ოლიგარქიულ–ბიუროკრატიულ პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფო ბიზნეს სტრუქტურების ჩამოყალიბებას ქვეყანაში, რატომ არის ბიზნესის ზოგიერთი სფერო ექსკლუზიურად სახელმწიფო „საკუთრება“, რატომ არის ეკონომიკაში სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევა და სახელმწიფო საწარმოების შექმნა უფრო ეფექტური, ვიდრე კერძო ბიზნეს სტრუქტურების განვითარების ხელშეწყობა, რატომ არის სახელმწიფო უწყებების ან სახელმწიფოს მაღალი რანგის მოხელეებთან დაახლოებული პირების მიერ ბიზნესის ზოგიერთ სფეროში ფარული მონოპოლია დასაშვები და წახალისებული, და მეორეს მხრივ, დაუსაბუთოს საზოგადოებას, რატომ არის „ოცნების“ ეს ახალი მემარცხენე იდეოლოგია და ბიზნესის ვითომ განვითარების ე.წ. რუსული მოდელი უფრო რაციონალური და სასარგებლო საზოგადოებისათვის“, - განაცხადა კალანდაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45