ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი ევროვიზიაზე ხვალ იმღერებენ

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 14:02

ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი ევროვიზიაზე ხვალ, მე-15 ნომრად იმღერებენ. სოფოს და ნოდიკოს ბექ-ვოკალისტები შვედი მომღერლები: იოჰანა ბეიბომი, ჰანს მარტინ კაგემარკი და ლიზეტე ვარეს იუჰლმენი არიან.

სიმღერა Waterfall გასული წლის "ევროვიზიის" გამარჯვებული სიმღერის კომპოზიტორს, თომას ჯეისონს ეკუთვნის.

დუეტ სოფი & ნოდის რომანტიკულ სიმღერაზე წარმოდგენის დადგმა რეჟისორ ლაშა ონიანსეკუთვნის, ხოლო  მომღერლების ჩაცმულობაზე კი დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ იზრუნა.

"ევროვიზია 2013" 16  მაისს შვედეთში, ქალაქ მალმიოში იმართება.

მალმეს ოპერის სახლში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გახსნის ოფიციალური ცერემონია გუშინ გაიმართა. წითელ ხალიჩაზე 58-ე ევროფესტივალის კონკურსანტებმა და დელეგაციებმა გაიარეს. წვეულებაზე იმყოფებოდა საქართველოს დელეგაციაც.

წელს კონკურსში 39 ქვეყანა მონაწილეობს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.56
  • 2.92
  • 3.26
  • 0.04
  • 0.42
  • 1.51