კანონიერი ქურდების პარპაშის დრო დასრულდა - კახი კალაძე

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 13:56

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე გამოეხმაურა ქურდული სამყაროს 12 წევრის დაკავების ფაქტს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაა.

"ჩვენ არ დავუშვებთ, ქურდული სამყაროს წარმომადგენლებმა ჩვენს ქვეყანაში თავისუფლად იპარპაშონ. მინდა ვთქვა, მათი დრო წასულია. ქვეყანაში არსებობს კანონი და კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ", -  განაცხადა კახი კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამეგრელოში, იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ქურდული სამყაროს 12 წევრი დააკავეს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52