ამნისტირებულმა და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულმა უვადო შიმშილობა დაიწყო

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 13:29

ერთ-ერთი დაკავებული, რომელიც სამი თვის წინ ამნისტიით გაათავისუფლეს, ბრალს არ აღიარებს და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული ბრალს არ აღიარებს და უვადო შიმშილობა დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, გუშინ  სამეგრელოში, იმერეთსა და თბილისში ერთდროულად დააკავეს წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი, ქურდული სამყაროს 12 წევრი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი და ერთი ქალბატონი.

დაკავებულებს ბრალი ქურდული სამყარის წევრობისთვის წარედგინათ. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53