ISAF-ის მისიაში მონაწილე ქვეყნების შტაბის უფროსები დაღუპული სამხედროების ოჯახებს უსამძიმრებენ

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 12:56

ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა სარდალმა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა ღრმა მწუხარება გამოთქვა 13 მაისს ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძესა და დაღუპული სამხედროების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს ასევე, ISAF-ის მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსებმა და დაჭრილ სამხედროებს მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.

პოლკოვნიკი ძნელაძე ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ხელმძღვანელების 169-ე შეხვედრას ესწრება. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, სამხედრო კომიტეტი პოსტ-ISAF-ის მისიის დაგეგმარების საკითხებს განიხილავს. შეხვედრის ერთ-ერთი თემა ნატოს განსაკუთრებულ პარტნიორებთან - საქართველო, უკრაინა და რუსეთი, სამხედრო თანამშრომლობა და რეგიონალური უსაფრთხოებაა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.56
  • 2.92
  • 3.26
  • 0.04
  • 0.42
  • 1.51