პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას ესწრება

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 01:04

ნატოს შტაბ-ბინაში შტაბის უფროსების დონეზე ნატოს სამხედრო კომიტეტის 169-ე შეხვედრა მიმდინარეობს. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნების შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე ესწრება.

ორდღიანი კონფერენციის მონაწილეები ავღანეთის საერთაშორისო მისიის მიმდინარეობასა და პოსტ-ISAF-ის დაგეგმარების შესახებ საუბრობენ. შტაბის უფროსები ალიანსის განსაკუთრებულ პარტნიორებთან - საქართველო, უკრაინა და რუსეთი, სამხედრო თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.

როგორც პოლკოვნიკმა ძნელაძემ აღნიშნა, დასრულების სტადიაშია 2014 წლის შემდგომი ავღანეთის ოპერაციის კონცეფციის შემუშავება, რომელიც ძირითადად ავღანური უსაფრთხოების ძალების გაწვრთნას, მომზადებასა და მათთვის ოპერაციის რაიონზე კონტროლის გადაბარებას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44