დავით ნარმანია გერმანელ ბიზნესმენებს რუისი-აგარის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობას დაათვალიერებინებს

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 00:55

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ხვალ, 10:30 საათზე, საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაციას ცენტრალური ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობას დაათვალიერებინებს. ინტერესი ობიექტის დათვალიერების შესახებ თავად ბიზნესმენთა მხრიდან წამოვიდა. ისინი ადგილზე გაეცნობიან, თუ რა ტექნოლოგიით მიმდინარეობს ავტომაგისტრალის მშენებლობა.

გერმანელ ბიზნესმენთა ჯგუფი საქართველოში გერმანიის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების ფედერალური სამინისტროსა და გერმანიის აღმოსავლეთისა და ცენტრალური ევროპის ეკონომიკური გაერთიანების (OMV) ორგანიზებით ჩამოვიდნენ.

ვიზიტის მიზანია, გერმანული ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა მიიღონ სრული ინფორმაცია საქართველოში სამშენებლო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების შესახებ და ამ პროცესში გერმანული კაპიტალის მონაწილეობის შესაძლებლობებზე.

ვიზიტის ფარგლებში უკვე შედგა შეხვედრები სხვადასხვა რეგიონული განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრებთან. ბიზნესმენებს, აგრეთვე, დაგეგმილი აქვთ შეხვედრები სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.

ვიზიტი 14 მაისს დაიწყო და 19 მაისს დასრულდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44