სტიქიის ზონაში საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 00:43

ძლიერი კოკისპირული წვიმის (თანდართული სეტყვა) შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ჩალაუბანი-ბაკურციხის (ბარჯისხევი) და ბაკურციხე-კარდენახის (კარდენახი)  მონაკვეთზე, ასევე, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის სოფელ კოლაგში საუბნე გზებიდან გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა ქვა-ღორღი, რის გამოც სოფელ კოლაგში და კარდენახში დროებით ჩაიკეტა მოძრაობა, ხოლო ბარჯისხევში დროებით შეფერხდა.

სასწრაფოდ იქნა მობილიზებული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა, დროულად აღმოფხვრილიყო სტიქიის მიერ გამოწვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები.

ამ დროისთვის საავტომობილო გზა გახსნილია და მოძრაობა სრულად არის აღდგენილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45