პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგინეს

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 00:06

ავღანეთში, ქართველ სამხედროებთან ერთად თავდასხმის მოგერიებაში განსაკუთრებული მხედრული მამაცობა და პროფესიონალიზმი პოლკოვნიკმა კობა ახვლედიანმა გამოიჩინა. მან მეამბოხეთა განადგურების ოპერაციაში მთავარი როლი შეასრულა.

მისმა გმირობამ ბევრი ქართველი სამხედროს სიცოცხლე გადაარჩინა და ქვეყანას კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი ააცილა.

საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით წარდგენილია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე.

პოლკოვნიკ კობა ახვლედიანს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი, მედალი მხედრული მამაცობისთვის, III ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“, ასევე, მედლები: „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „სამშობლოსთვის თავდადებული“, ორჯერ მიღებული აქვს ღირსების ორდენი. კობა ახვლედიანი ამ წუთებშიც რჩება ავღანეთში და პირნათლად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45