გივი თარგამაძე დარწმუნებულია, მისი "ტვიტერის ექაუნთი" FCB-ს გაკეთებულია

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 19:28

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გივი თარგამაძე აცხადებს, რომ მისი ის "ექაუნთები", რაც ამ დროისთვის სოციალურ ქსელებზე "ფეისბუქსა" და "ტვიტერზე" არსებობს, მას არ ეკუთვნის  და ამბობს, რომ ამით ვიღაცას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

გივი თარგამაძის "ტვიტერის" აღნიშნულ გვერდზე თარგამაძის სტატუსი შემდეგნაირია:"პუტინის ნომერ პირველი მტერი". თარგამაძე თითქმის დარწმუნებულია, რომ მისი "ტვიტერის ექაუნთი" FCB-ს გაკეთებულია.

"ეს გვერდი ჩემი არ არის, რა თქმა უნდა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს "FCB"- ს გაკეთებულია , თუმცა მივმართე უკვე "ტვიტერის" ადმინისტრაციას, შევეცდები დავადგინო, ვინ გახსნა აღნიშნული "ექაუნთი", იმიტომ რომ არის საკმაოდ აქტიური, საკმაოდ საზიზღარი და უკვე დიდი ხანია რაც არის, 4 000 ტვიტია და ჩანს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. ასევე მინდა ვთქვა, რომ არსებობს "ფეისბუქის" გვერდი, რომელიც ასევე ჩემი გაკეთებული არ არის, მე შევეცდები, რომ ეს "ექაუნთები" შევაჩერო და შემდეგ ალბათ ჩემსას გავაკეთებ. უკვე არაერთხელ მოვასწარი "ფასვორდის" გადაკეთება ჩემს მისამართზე და ყოველთვის შემოსვლა იყო დაფიქსირებული რუსეთიდან", - აღნიშნავს თარგამაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52