ავღანეთში დაღუპულ სამხედროებს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვებენ

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 20:41

თავადცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავდაცვის  სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამივე ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ავღანეთში ტერორისტების მასშტაბური თავდასხმის დროს დაიღუპნენ, ბრძოლისას გამოჩენილი გმირობისთვის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე არიან წარდგენილნი.  მინისტრის  განმარტებით, საბრძოლო მოქმედებების დროს გამოჩენილი გამბედაობის გამო ერთი სამხედრო მოსამსახურეც ასევე წარდგენილია ვახტანგ გორგასლის მედალზე.

ირაკლი ალასანიამ ავღანეთში მყოფი ქათრთული კონტიგენტის მეთაური, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ბაზაზე ყოფნის აუცილებლობა არ ჰქონდა, დარჩა ბაზაზე და შემთხვევით აღმოჩნდა იქ მასშტაბური თავდასხმის დროს. მინისტრის თქმით, სწორედ მან შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი ტერორისტების მოგერიებასა და ლიკვიდაციაში და სწორედ გამოჩენილი მამაცობისთვის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ასევე ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი გადაეცემა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55