რუსეთის ფედერაციას გივი თარგამაძის ესტრადაციაზე უარი ეთქვა

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 20:21

რუსეთის მიერ წარდგენილი საქმე არ შეესაბამება ინტერპოლის კონსტიტუციას, კერძოდ, მესამე მუხლს, რომელიც იმ საქმეებში ჩაურევლობას ითვალისწინებს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური დევნის ნიშანი. აქედან გამომდინარე მათ ძებნას ანულირება გაუკეთეს და ჩემს შესახებ მასალები ინტერპოლის სისტემიდან საერთოდ ამოიღეს, - ამის შესახებ განცხადება გივი თარგამაძემ დღეს „პრესკლუბში მე-17 სართულზე“ გააკეთა.

მისი თქმით, ინტერპოლმა მასზე ძებნა შეწყვიტა და ლიტვის პროკურატურის მხრიდან რუსეთის ფედერაციას მის ექსტრადაციაზე უარი ეთქვა.გივი თარგამაძემ აღნიშნა, რომ რუსეთმა ექსტრადაციაზე უარი რამდენიმე მიზეზით მიიღო. მისი თქმით, მის მიმართ წაყენებული ბრალდებები ლიტვასა და მთელს ცივილიზებულ სამყაროში სისხლის სამართლის წესით არ არის დასჯადი, ასევე ის აღნიშნავს, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნის ნიშნები შეინიშნებოდა და მესამე მიზეზი, რის გამოც რუსეთს ექსტრადაციაზე უარი ეთქვა არის ის, რომ ინტერპოლმა თარგამაძეზე ძებნა შეწყვიტა.

"რუსეთს ეთქვა ესქსტრადაციაზე უარი გამომდინარე იქიდან, რომ არის პოლიტიკური დევნის ნიშნები, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად წაყენებული ბრალდებები ლიტვაში და ასევე მთელ ცივილიზებულ სამყაროში არ არის დასჯადი სისხლის სამართლის წესით და ასევე, დადგენილება მიიღო ვილნიუსის საოლქო სასამართლომ, რაც ასევე მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ლიტვა არის ევროკავშირის ქვეყანა, ამ ქვეყანაში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებისთვისაც", - განაცხადა თარგამაძემ.

მან ისიც აღნიშნა, რომ ლიტვის პროკურატურაში აღნიშნული საქმის შეტანით მნიშვნელოვანი პრეცედენტი დაამკვიდრა.

"მე ვთვლი, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, როგორც პრეცედენტი. მე იმთავითვე განვაცხადე, რომ ამ საქმეს ვანიჭებ მნიშვნელობას არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, იგივე რუსეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან, რომელთა მიმართაც კრემლი ახორციელებს ანალოგიურ დევნას, იმის გამო, რომ ისინი პუტინისთვის ან ზოგადად კრემლისთვის მიუღებელნი არიან. მე შევქმენი პრეცედენტი, რომლითაც დარწმუნებული ვარ, სხვებიც ისარგებლებენ. ასევე, ეს პრეცედენტი გამოადგებათ იმ ადამიანებს,ვისაც იგივე საქმეზე სჯიან რუსეთში და მე მოხარული ვარ, რომ უკვე მათი ადვოკატები განიხილავენ ამ პრეცედენტს რომ გაუადვილონ თავის დაცვის ქვეშ მყოფებს იჩივლონ ევროპისა და თუნდაც რუსეთის სასამართლოში და მე მოხარული ვიქნები თუ ეს ასე მოხდება, ვფიქრობ, შევძელი და დავუმტკიცე პუტინს ის, რომ მისთვის ცივილიზებული სამყარო, ცივილიზებული სამართალი და მიუღებელი ადამიანების დევნა არის დახურული და მას აქვს ერთადერთი ჩვეული გზა, ან ატომური ბომბი აჭამოს ადამიანს ან "ქილერი" გაუგზავნოს. სხვა მხრივ, ის განუკითხაობა, რომელსაც ის ჩადის, შემოიფარგლება რუსეთის ფედერაციის საზღვრებით", - განაცხადა გივი თარგამაძემ.

მარიამ ჯავახიშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44