სასჯელაღსრულების უწყებიდან დათო ხუროძე, მეტსახელად „ხონსკი“, პატიმრების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის გაათავისუფლეს

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 18:36

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურეობრივი შემოწმების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლდა №8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი, იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი დათო პოლიკარპეს ძე ხუროძე.

ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი, დათო ხუროძე 2009-2012 წლების პერიოდში №8 დაწესებულებაში შესახლებულ მსჯავრდებულებს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ახდენდა მათზე ძალადობას და არღვევდა მსჯავრდებულთა უფლებებს.

დასკვნის ასლი შემდგომი მსჯელობისთვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას.

აღსანიშნავია, რომ დათო ხუროძე, მეტსახელად „ხონსკი“, მოხსენიებულია საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მოხსენებაშიც.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45