გელა ხვედელიძე ირაკლი ღარიბაშვილის შესუსტებას ცდილობდა - მამუკა არეშიძე

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 18:14

"შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე ირაკლი ღარიბაშვილის შესუსტებას ცდილობდა", - ეს განცხადება პრაიმტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გააკეთა.

"ხვედელიძის დონის უშიშროების თანამშრომელს აგენტს ვერ დაარქმევ. რაც შეეხება ორმაგ თამაშს, მე მინდა, გითხრათ, რომ ეს ასე იყო. ვთვლი, რომ ხვედელიძე ყველაფერს აკეთებდა, რათა შსს-ში გაემყარებინა ვაჟა ლელუაშვილის გუნდის პოზიციები, ასეც არის. დღეს შსს-ში, განსაკუთრებით უშიშროების სისტემაში, ლელუაშვილის ბევრი კადრი მუშაობს და პროცესებს ისე წარმართავს, როგორც უნდათ. ეს ადამიანები სერიოზულ რკალს კრავდნენ ღარიბაშვილის გარშემო, მათი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ მაქსიმალურად დაესუსტებინათ ირაკლი ღარიბაშვილი და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ფარესაშვილის ეპიზოდი ბოლო წვეთი იყო. შსს-ში დაგროვდა ბევრი ინფორმაცია ხვედელიძეზე, მათ შორის, მისი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მოქმედებები. არის ინფორმაცია, რომ გელა ხვედელიძე აცხადებდა, რომ ღარიბაშვილი მას ებრძვის და თავად უნდა დაასწროს", - განაცხადა ექსპერტმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45