შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისათვის ერთი პირი დააკავა

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 18:21

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის შენობის წინ 1964 წელს დაბადებული თეიმურაზ ს. დააკავეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ბელიაშვილის ქუჩაზე პატრულირებისას შენიშნა, რომ გამგეობის  შენობის წინ მდგარ პიროვნებას ხელში საეჭვო ნივთები ეკავა. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ აღნიშნულ პირს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი და პოლიეთილენის პარკი ეჭირა. თეიმურაზ ს-მ პოლიციელების მიახლოებისთანავე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში ორჯერ გაისროლა. გასროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სამართალდამცველებმა თეიმურაზ ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დაკავებულს სიფხიზლე–სიმთვრალის დასადგენად ექსპერტიზა ჩაუტარდება.

შემთხვევის ადგილიდან „ტე–ტე“-ს ტიპის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საპატრულო პოლიციამ შემთხვევის ადგილზე გამნაღმველთა ჯგუფი გამოიძახა. აღნიშნული სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად არ დადასტურდა ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ–ს 236–ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილებით, რაც 3–დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს) გამოძიებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო ჯგუფი აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45