ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი გუნდის წევრები ატყუებენ

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 17:24

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი პრესკონფერენცია შეაფასა როგორც ქება-დიდება საკუთარ თავთან და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიმართ. როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილს ან გუნდის წევრები ატყუებენ, ან მას საკუთარ კომპეტენციასთან აქვს პრობლემები.

"პრემიერ-მინისტრს საკუთარი გუნდის წევრები ატყუებენ და ინფორმაცია არ აქვს, თუ რა ხდება ქართულ ეკონომიკაში, ან თვითონ ვერ ხვდება, ვერ იაზრებს, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ქართული ეკონომიკა. ის, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისის ყველა ნიშანი, ამაზე საუბრობს არა ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო კომისია და ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაცია. რაც უფრო დროზე გაიაზრებს ამას პრემიერ-მინისტრი და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის", -  განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45