ხვედელიძის დაკავებით, ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ხელწერა - ბიძინა ივანიშვილი

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 15:39

გელა ხვედელიძე მოიხდის თავის სასჯელს და მიიღებს იმას, რასაც კანონით იმსახურებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით,  გელა ხვედელიძე არ იყოს "ქართული ოცნების" წევრი და მისი დაკავებით ახალმა ხელისუფლებამ აჩვენა თავისი სახე.

"იცით, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე დაკავებულია. ის, რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი მოქალაქე, დაექვემდებარება კანონდემებლობას და მოიხდის იმ სასჯელს, რასაც კანონით იმსახურებს. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ხვედელიძე არ იყო ჩვენი გუნდის რიგითი წევრი, არჩევნების პროცესში ძალიან აქტიური იყო და მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა, პრაქტიკულად უწევდა კოორდინაციას მაჟორიტარი დეპუტატების არჩევას. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ განვმარტო ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ხელწერა, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ თანაბარი და კანონი, პირველ რიგში, უნდა დაიცვას პირველმა პირმა და თანამდებობის პირებმა", -  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.57
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.37
  • 1.51