ნაციონალური მოძრაობის დაშლის შემთხვევაში, პრემიერს თადარიგი დაჭერილი აქვს

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 13:38

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საფრთხედ არ მიიჩნევს ნაციონალური მოძრაობის დაშლას და ერთპარტიული სისტემის არსებობას. ამის შესახებ პრემიერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის „დაშლა, გადაშლა თუ გამაგრება“ დემოკრატიას საფრთხეს ვერ შეუქმნის და თუ ისინი ვერ მოახერხებენ კონსტრუქციულ ოპოზიციონერობას, მათ თადარიგი უკვე დაჭერილი აქვთ.

„დავრჩებით თუ არა ოპოზიციის გარეშე და არსებობს თუ არა ერთპარტიული სისტემის არსებობის საფრთხე, კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს ამის თადარიგი დაცული დიდი ხნით ადრე და კოალიციაში არსებობს რამდენიმე პარტია თუ გარე ძალა, პარტიები გაიშლებიან და თვითონ მოახერხებენ ოპონირებას ერთმანეთში, თუმცა სხვა, მესამე ძალას, საუბედუროდ, მე ჯერ გაძლიერებულს ვერ ვხედავ თუმცა ამის დიდი სურვილი გამაჩნია“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45