შრომამისჯილმა პირებმა დღეს ბოტანიკური ბაღი დაასუფთავეს

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 13:29

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის ბოტანიკურ ბაღში  დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილმა 13-მა პირმა და 2-მა განრიდებულმა.

 აქციის მონაწილეებმა ბოტანიკური ბაღის საფეხმავლო ბილიკები ჩამოშლილი მიწისგან გაწმენდეს და ტერიტორია გამხმარი ტოტებისგან გაასუფთავეს. მსჯავრდებულები სათანადო სამუშაო იარაღით პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო.

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების პროცესს დაესწრნენ: სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე და ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო ასოციაციის რეგიონული პროგრამების დირექტორი ბარბარა ტიფანი.

ზემოაღნიშნული ტიპის აქციები ხელს უწყობს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უმნიშვნელოვანესი მიზნის - მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ეფექტურ წარმართვას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52