„სამართლებრივი მართლწერის“ თემაზე ტრენინგი გაიმართება

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 13:20

სასჯელ-აღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში, 14-15 მაისს, პირველად ცენტრის ისტორიაში ტარდება ტრენინგი თემაზე „სამართლებრივი მართლწერა“. ტრენინგში მონაწილეობენ სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს თანამშრომლები სამინისტროს დაქვემდებარებული ყველა უწყებიდან.

ტრენინგის მიზანია, სისტემის თანამშრომელთათვის სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და სამართლებრივი მართლწერის ტექნიკური ასპექტების გაცნობა, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს სისმეტმის თანამშრომელთა სამსახურებრივი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას.

სწავლებას უძღვება საერთაშორისო ექსპერტი დავით თომაძე.

ტრენინგი ტარდება საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53