საქართველოში სამშენებლო ბიზნესით გერმანელები დაინტერესდნენ

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 13:01

საქართველოში სტუმრად იმყოფება გერმანელ ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებიც საქართველოში გერმანიის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების ფედერალური სამინისტროსა და გერმანიის აღმოასვლეთისა და ცენტრალური ევროპის  ეკონომიკური გაერთიანების (OMV) ორგანიზებით ჩამოვიდნენ.

ვიზიტის მიზანია, გერმანული ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა მიიღონ სრული ინფორმაცია საქართველოში სამშენებლო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების შესახებ და ამ პროცესში გერმანული კაპიტალის მონაწილეობის შესაძლებლობებზე.

ვიზიტის ფარგლებში დღეს, 17:00 საათზე გერმანელი ბიზნესმენები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრ დავით ნარმანიასთან შეხვედრას გამართავენ.

ბიზნესმენებს, აგრეთვე, დაგეგმილი აქვთ შეხვედრები სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან. ხვალ ისინი ასევე მოინახულებენ აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალის აგარა-რუისის მონაკვეთზე მიმდინარე საგზაო მშენებლობას.

ვიზიტი დღეს დაიწყო და 19 მაისს დასრულდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45